|
2018-08-02 14:07:42, 497 ნახვა
საზოგადოება
ისნის რაიონში, დურმიშიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო
ისნის რაიონში, დურმიშიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო. საგზაო სამუშაოები დურმიშიძის ქუჩის 452-მეტრიან მონაკვეთზე, 4 700 მ2 ფართობზე ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე მოეწყობა ბორდიური, ტროტუარები და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. აღნიშნული პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 300 500 ლარით დაფინანსდა. დურმიშიძის ქუჩის გზის რეაბილიტაციას ისნის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „სკინჩი“ ახორციელებს. პროექტის განხორციელების შედეგად, ისნის რაიონს კიდევ ერთი მოწესრიგებული, ინფრასტრუქტურულად გამართული ქუჩა შეემატება. სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება. დურმიშიძის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე გაეცნო. მასთან ერთად, ადგილზე საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ილია ჯიშკარიანიც იმყოფებოდა. მიმდინარე წელს, ისნის რაიონში, გამგეობის მიერ საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები 74 მისამართზე განხორციელდა. მათ შორის, სრული რეაბილიტაცია 23 ქუჩას ჩაუტარდა, შიდა გზები და ეზოები ათ მისამართზე მოასფალტდა, ხოლო 27 მისამართზე გზა ფრაგმენტულად შეკეთდა. ისნის რაიონის გამგეობა წლის ბოლომდე გზების რეაბილიტაციას დამატებით 40-ზე მეტ მისამართზე გეგმავს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)