12:27 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-01 19:11:47, 583 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ ქართველ ძალოსნებს წარმატება მიულოცა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ძალოსნობაში ოქროსა და ვერცხლის პრიზიორებს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა და საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატებები მიულოცა.

მილანში გამართულ 17-წლამდელთა ევროპირველობაზე ქართველმა ძალოსნებმა მორიგი წარმატება მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონატზე 69 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე არჩილ მალაყმაძემ 1 ოქრო და 2 ვერცხლი მოიპოვა. წარმატებულად იასპარეზა ასევე აჭარის მკვიდრმა ლომია თებიძემ, რომელმაც 77 კგ. წონით კატეგორიაში 3 ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, გამარჯვებულებს და მათ მწვრთნელებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ. აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ახალგაზრდა ძალოსნებს წარამტებები უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა.

„სახელმწიფო, კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გეგმავს აქტიურად შეუწყოს ხელი ძალოსნობის განვითარებას. ამ კუთხით, ძალიან მალე, ჩაქვში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება, დაჯილდოვდებიან როგორც ახალგაზრდა სპორტსმენები, ისე მწვრთნელები და ეს ერთგვარი მოტივაცია იქნება მათი შემდგომი წარმატებებისთვის", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics