2018-07-31 14:33:21, 2548 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში, სამხედრო აღლუმის დროს, საბრძოლო ნავი ხიდს შეეჯახა
სანქტ-პეტერბურგში მიმდინარე საზღვაო სამხედრო აღლუმის დროს სადესანტო ნავი "სერნა"(Серна) "ბლაგოვეშენსკი" ხიდის ბოძს შეეჯახა, - ამის შესახებ Lenta.ru იუწყება.
მედია საშუალების ცნობით, ინციდენტი 29 ივლის მოხდა და რუსულ ტელეარხებს ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუშუქებიათ. შემთხვევის შესახებ ცნობა ტელეარხ RT-ის კადრების მეშვეობით გავრცელდა.
სამხედრო ოლქში, რომელსაც "სერნა" ეკუთვნის, ინციდენტის შესახებ განცხადებას არ აკეთებენ. მეტიც ვიდეოზე ასახულ შემთხვევას უარჰყოფენ:
"29 ივლისს მდინარე ნევაზე გამართულ აღლუმის მწყობრში და მის მსვლელობაში არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია",-განუცხადეს ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ საზღვაო აღლუმი რუსეთში, ქალაქ პეტერბურგში 29 ივლისს გაიმართა. ამ დღეს ქვეყანაში სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღეს აღნიშნავენ.
ავტორი: ,