|
2015-06-03 16:29:41, 401 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტზე გიგლა აგულაშვილი მოხსენებით წარსდგა
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგილა აგულაშვილი მოხსნებით გამოვიდა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა დეპუტატებს გარემოსდაცვითი პოლიტიკის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გააცნო. გარემოს დაცვის კომიტეტში მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრეს, რომლითაც სამინისტრო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ასრულებს. კომიტეტის სხდომაზე კანონმდებლებმა მინისტრს შეკითხვები ეკოლოგიურ პრობლემებსა და გარემოს დაცვის საკითხებზე დაუსვეს. დღესვე, სხდომაზე დეპუტატ გია ჟორჟოლიანის საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს, რომელიც დაცული ტერიტორიების სტატუსის, ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნის და თბილისის ეროვნული პარკის შესახებ კანონებში ცვლილების შეტანას ითვალისიწნებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)