|
2018-07-30 19:19:00, 751 ნახვა
საზოგადოება
დიდუბეში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსება გრძელდება
დიდუბის რაიონის გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის შესაბამისად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ცხრა ამხანაგობის პროექტი დააფინანსა. მერიის ცნობით, დიღმის მასივის მე-3 კვარტლის 33-ე კორპუსში ქანობიანი სახურავი მოეწყო და დამონტაჟდა წყალსაწრეტი მილები. ქანობიანი სახურავი, ასევე, გაკეთდა ბათუმის ჩიხის N5-სა და ლებანიძის ქუჩის N4-ში. წინამძღვრიშვილის ქუჩის N200-ში სადარბაზოს სარემონტო სამუშაოები დასრულდა, ხოლო დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-14 კორპუსსა და მე-4 კვარტლის მე-9 კორპუსებში სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია განხორციელდა. დიღმის მასივის მე-3 კვარტლის მე-4 კორპუსში, ასევე წერეთლის გამზირის N12-სა და აგლაძის ქუჩის N26-ში მდებარე საცხოვრებელ სახლებში ბრტყელი სახურავი მოეწყო. აღნიშნული სამუშაოები დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა შეასრულეს. სამუშაოების საერთო ღირებულებამ 83 450 ლარი შეადგინა.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)