2018-07-30 11:27:07, 1955 ნახვა
მსოფლიო
კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა
კალიფორნიაში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიის გამო, კიდევ 7 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ამ დროისთვის ხანძარმა 500 საცხოვრებელი სახლი და 75 შენობა გაანადგურა.
მედიის ცნობით, დამწვარია 48 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი. მეხანძრე მაშველებმა ხანძრის მხოლოდ 5%-ს ლოკალიზება შეძლეს. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით 38 ათასი ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კალიფორნიის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
აშშ-ის ეროვნული უწყებათაშორისო სახანძრო ცენტრის განცხადებით, 13 შტატში 89 ტყის ხანძარი მძვინვარებს. ხანძრის საერთო მასშტაბმა 16. 700 კვადრატულ კილომეტრს მიაღწია.
ავტორი: ,