|
2018-07-26 14:02:17, 694 ნახვა
საზოგადოება
ჭუბერში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედროები პრემიით დაჯილდოვდებიან
ჭუბერში წყალდიდობის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც იზორიამ აღნიშნა, შეიარაღებული ძალები მუდმივად მზად არიან, მოსახლეობას სრული მხარდაჭერა გამოუცხადონ. „დღეს პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართულ შეიარაღებულ ძალებს, ჭუბერში წყალდიდოდბის სალიკვიდაციო სამუშაოებში ეფექტიანი ჩართვისთვის. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამხედრო მოსამსახურეები, ფულადი პრემიებით დავაჯილდოვოთ, და ასევე მინდა საჯაროდ ვთქვა, ქართული შეიარაღებული ძალები მუდად მზად იქნება ყოველთვის იდგეს იქ, სადაც ამის საჭიროებაა, იყოს მაქსიმალურად მხარდამჭერი, როდესაც მოსახლეობას დახმარება სჭიდება. ასევე ჩვენ მომავალშიც ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას იმისთვის, რომ აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა კრიზისული სიტუაციების განმუხტვის თვალსაზრისით”, - განაცხადა ლევან იზორიამ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)