|
2018-07-26 11:27:08, 1900 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: დემოკრატიისთვის უკეთესი იქნება, თუ „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება
„არაერთი კანდიდატი გყვავს, ვისაც შეუძლია, ძალიან ღირსეული შედეგი მიიღოს, თუმცა დემოკრატიისთვის უკეთესი იქნება, რომ „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატი არ ჰყავდეს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტმრა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ქართული ოცნების“ ფილოსოფია გახლავთ ის, რომ საქართველოში შემდგარიყო ნამდვილი ევროპული საპარლამენტო დემოკრატია და საპარლამენტო რესპუბლიკა. „ქართულ ოცნებას“ აქვს საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა, ამასთან ერთად ადგილობრივი არჩევნების შედეგად, ფაქტობრივად ყველა ადგილობრივ თვითმმართველობაშიც „ქართულ ოცნებას“ აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა. ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ამოცანა გახლავთ, ნებისმიერ არჩევნებში მიიღოს მონაწილება, მაქსიმალური რესურსების ინვესტიცია განახორციელოს, რომ მიიღოს კარგი შედეგი. გარწმუნებთ, ჩვენ არაერთი კანდიდატი გყვავს, ვისაც შეუძლია, უპრობლემოდ, ყოველგვარი მნიშვნელოვანი გამოწვევების გარეშე ძალიან ღირსეული შედეგი მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებზე ამაზე ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა. მეორე მხრივ, „ქართული ოცნების“ ფილოსოფია გახლავთ ის, რომ ჩვენ საქართველოში უნდა შევქმნათ ნამდვილი, ევროპული საპარლამენტო დემოკრატია და საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც ჩვენ გვყავს კონსტიტუციური უმრავლესობა. აქედან გამომდინარე, არსებობს მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტიც გარდა სუფთა პარტიული ინტერესისა, რომ როდესაც ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, ჩვენი დემოკრატიისთვის იქნება უკეთესი, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ყავდეს თავის საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)