|
2018-07-26 12:05:12, 817 ნახვა
საზოგადოება
ხე-ტყის იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდება
საქართველოში ხე-ტყის იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდება, ხოლო ე.წ. მორისა და ფიცრის ექსპორტზე მნიშვნელოვანი შეზღუდვები დაწესდება. შესაბამისი განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გააკეთა. იგი დარწმუნებულია, რომ ხსენებული რეგულაციები ტყის აღდგენის პროცესის დაჩქარებას შეუწყობს ხელს. „ხე-ტყის უკანონო ჭრის პრობლემის გადასაჭრელად ჩვენ უკვე ვდგავთ ქმედით ნაბიჯებს. დღეს ფინანსთა სამინისტროს მთავრობის სხდომაზე გამოაქვს ამ პრობლემის გადაჭრის ძალიან მნიშნელოვანი და შინაარსობრივი ინიციატივა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხე-ტყის იმპორტი გათავისუფლდება დღგ-სგან, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში ხე-ტყის მოჭრას ექნება ნაკლები მოტივაცია. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი შეზღუდვები დაწესდება საქართველოდან ე.წ. მორისა და ფიცრის ექსპორტზე. რეგულაციები არის ძალიან ჯანსაღი და მნიშვნელოვანი იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეგულაცია მომავალ წლებში საშუალებას მოგვცემს აღვადგინოთ მწვანე საფარი და დავაჩქაროთ ე.წ. რეფორესტიზაციის პროცესი, ანუ ტყის აღდგენის პროცესი. ამასთან ერთად, ჩვენ მივესალმებით ისეთ საწარმოებს, რომლებიც ქმნიან დამატებით ღირებულებას საქართველოში, მაგრამ რა თქმა უნდა, ვინმეს უნდა ხე-ტყის ჭრა და შემდეგ მორად ან ფიცრად გაყიდვა, ასეთი ამბავი ვეღარ მოხდება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)