|
2018-07-25 11:35:00, 641 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა ინკასაციის სამმართველოს ავტოპარკი განაახლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა საინკასაციო მომსახურებისთვის „ფორდ ტრანზიტ“-ის მარკის დაჯავშნული 15 ავტომანქანა შეიძინა. დაცვის პოლიცია საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა მსხვილ ბანკს და ძირითად საფინანსო ორგანიზაციას ფულადი სახსრების ინკასაციის სერვისით მრავალი წელია ემსახურება. ავტოპარკის განახლების მთავარი მიზანს წარმოადგენდა, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ინკასაციის სფეროში დასაქმებული თანამშრომლების უსაფრთხოების სტანდარტების გაზრდა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ეწვია და დეპარტამენტის თავმჯდომარესთან გიგა ნიკოლეიშვილთან ერთად ინკასაციის სამმართველოს ავტოპარკი დაათვალიერა. დეპარტამენტში არსებულ სიახლეებს ასევე, გაეცნენ ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ინკასაციის კუთხით დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან თანამშრომლობენ. დაცვის პოლიცია უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობის აღებით, საფინანსო ორგანიზაციებს სთავაზობს აღნიშნული ფულადი სახსრების რისკების, მათი საქმიანობიდან (ბიზნესიდან) გამიჯვნას და უსაფრთხოების მაღალი ხარისხით, კომფორტულ მომსახურებას. მიმდინარე წელს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოში 35 ახალი სედანის ტიპის ავტომობილის შეძენა იგეგმება.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)