17:47 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-25 11:30:51, 1707 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ში თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით 25 პირი, მათ შორის საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს

ნიუ-იორკის პროკურატურამ 25 პირს, მათ შორის საქართველოს 5 მოქალაქეს, თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე, ბრალი წაუყენა, - ამის შესახებ "რია ნოვვოსტი" ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, 25-კაციანი დაჯგუფების წევრები იყვნენ: რუსეთის 7 მოქალაქე, საქართველოს 5, აზერბაიჯანის 4, ყაზახეთის 3, ლატვიის 2, უკრაინის 2 მოქალაქე. მათ შორის ასევე არიან თურქეთის და ამერიკის მოქალაქეები.

მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებები ნიუ-იორკში, ფლორიდასა და მიჩიგანში განახორციელეს.

პოლიციის თქმით, ძებნაში კიდევ 8 პირი იმყოფება, მათ შორის რუსეთის 6 მოქალაქეა.

ბრალდებულები მონაწილეობდნენ თაღლითურ სქემებში და ყალბ ინტერნეტ განცხადებებს ათავსებდნენ მანქანების გაყიდვასთან დაკავშირებით. არარსებული ავტომობილების სანაცვლოდ კი, თანხებს იღებდნენ. ამ მიზნით მათ, რამდენნიმე ყალბი ფირმაც კი, შექმნეს. დაჯგუფების ქმედებების გამო მოქალაქეებს 4.5-მილიონიანი ზარალი მიადგა.

დაჯგუფება კრიმიმნალურ საქმიანობას 2016 წლიდან ახორციელდება. ბრალდებულებს 30-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics