|
2018-07-24 12:06:23, 8303 ნახვა
კულტურა
შავი ზღვის რიგით მე-12 ჯაზ-ფესტივალი დასრულდა
თიბისი სტატუსის და კომპანია ისთერნ პრომოუშენსის მხარდაჭერით, ბათუმში 19-22 ივლისს, შავი ზღვის სანაპირომ რიგით მე-12 ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა. წლევანდელი ფესტივალის „ჰედლაინერირები", როკის ლეგენდა რობერტ პლანტი და "Sensational Space Shifters" იყვნენ. ჯაზ-ფესტივალში წელს ასევე მონაწილეობენ: ჯგუფი "Trombone Shorty & Orleans Avenue", DJ Lo Down Loretta Brown aka Erykah Badu და მუსიკოსი Wyclef Jean, რომელმაც ფესტივალის სტუმრებს საკუთარი სოციალური ქსელის გვერდიდან მადლობა ქართულად გადაუხადა. სხვა მოწვეულ მუსიკოსებს შორის იყვნენ R+R=NOW - რობერტ გლასპერის, ტერას მარტინის, ქრისტიან სკოტის, დერიკ ჰოჯის, ტეილორ მაქფერინისა და ჯასთინ ტაისონის შემადგენლობით და DJ "Mop Mop". წელსაც ტრადიციულად, თიბისი სტატუსის მომხმარებლებმა ჯაზ-ფესტივალზე დასასწრები ბილეთების შეძენისას სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლეს. თიბისი სტატუსის ორგანიზებით, ჯაზ-ფესტივალის მსმენელებისთვის ბათუმის მიმართულებით ჯაზ-მატარებლის რეისიც დაინიშნა. საფესტივალო კონცერტები ტრადიციულად ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიმართა. შავი ზღვის რიგით მე-12 ჯაზ-ფესტივალი "Check in Georgia"-ს ფარგლებში ჩარტარდა.
(R)
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)