|
2018-07-24 11:42:12, 976 ნახვა
საზოგადოება
ხანძრის გამო, საელჩო საბერძნეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და „ცხელი ხაზის“ ნომერს აქვეყნებს
საბერძნეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს: „ქ. ათენის ზოგიერთ გარეუბანში გაჩენილი ძლიერი ხანძრის გამო, საქართველოს საელჩო აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას. გუშინდელი ღამის განმავლობაში, საელჩოს ცხელ ხაზს დაუკავშირდა საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთაც გაეწიათ შესაბამისი დახმარება, მათ შორის ერთ-ერთი მათგანი, გვიან ღამით, უშუალოდ საკონსულოს სამსახურის თანამშრომლების მიერ იქნა გამოყვანილი ხანძრის ზონიდან. მოგმართავთ თხოვნით, გააგრძელოთ საქართველოს საელჩოსთან კომუნიკაცია „ცხელი ხაზის“ მეშვეობით, ნომერზე: +306995779793 და კვლავ მოგვაწოდოთ ინფორმაციები საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით, რაზეც საქართველოს საელჩოს, როგორც ყოველთვის, მყისიერი რეაგირება ექნება“, - ნათქვმია საელჩოს მიმართვაში. ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, საბერძნეთში ხანძარს 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100-ზე მეტიკი, დაშავდა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)