|
2018-07-23 18:47:37, 776 ნახვა
საზოგადოება
NDI-ის დელეგაცია - საქართველოში საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა გაზრდილია
NDI-ს წინასაარჩევნო დელეგაციის შეფასებით, საქართველოში, ბოლო წლებში, საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა გაზრდილია, - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაციის წევრებმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან დღეს გამართული შეხვედრისას განაცხადეს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაცია საქართველოს წინასაარჩევნო პროცესების შესაფასებლად სტუმრობს. მხარეებმა ქვეყანაში არსებული გარემო და მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მიმოიხილეს. შეხვედრისას, ითქვა, რომ საქართველომ როგორც წინასაარჩევნო, ისე საარჩევნო გარემო მნიშვნელოვნად გააუმჯობესა და მაღალი დემოკრატიული სტანდარტები აჩვენა, რაც აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში ხარისხობრივად მაღალ დონეზე აიყვანა წინასაარჩევნოდ მიმდინარე პროცესების სტანდარტები და თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები ჩაატარა. მანვე ყურადღება გაამახვილა არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური მონიტორინგის როლზე. პრემიერმა მზადყოფნა გამოთქვა - ქვეყანაში ღია, გამჭვირვალე და დემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება იქნას უზრუნველყოფილი. ითქვა, რომ წარსულის მანკიერი პრაქტიკის - ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტების გამორიცხვის მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება. NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაცია დღეიდან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სამზადისის, საარჩევნო პროცესის ძირითადი სუბიექტების პოლიტიკური აქტივობებისა და, ზოგადად, საარჩევნო გარემოს შეაფასებას იწყებს, რის შემდეგაც, 27 ივლისს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ძირითად დასკვნებსა და რეკომენდაციებს გამოაქვეყნებს. შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი ესწრებოდა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)