07:44 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-20 13:53:08, 639 ნახვა

საზოგადოება
კოჯორში სანიაღვრე არხები ეწყობა

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ კოჯორში, ბარათაშვილისა და ორბელიანის ქუჩებზე, სანიაღვრე არხების მშენებლობა დაიწყო.

მერიის ინფორმაციით, პროექტების ფარგლებში, ბარათაშვილზე 163, ხოლო ორბელიანზე 635 გრძივი მეტრი ახალი ქსელი მოეწყობა.

მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთაწმინდის გამგებელმა დავით კირკიტაძემ დაათვალიერა და დედაქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის მნიშვნელობა ისაუბრა.

გამგებლის თქმით, ქუჩებზე, სადაც აღნიშნული პროექტები ხორციელდება, საცხოვრებელი პირობები ბევრად გაუმჯობესდება და მოსახლეობას წლების განმავლობაში სანიაღვრე სისტემის არარსებობით გამოწვეული პრობლემებიც მოუგვარდება.

„უხვი ნალექი აქ მცხოვრებებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის. იტბორება, როგორც ეზოები, ასევე გზის სავალი ნაწილი. სანიაღვრე სისტემის მოწყობის შემდეგ ვითარება სრულიად შეიცვლება“, - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

სანიაღვრე არხების მშენებლობას გამგეობა შემოდგომისთვის დაასრულებს. პროექტების საერთო ღირებულება 313 991 ლარია.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics