04:59 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-19 13:34:02, 636 ნახვა

პოლიტიკა
„ღია მმართველობის პარტნიორობის" სამიტის სტუმარ დელეგაციებთან იუსტიციის მინისტრის შეხვედრები გრძელდება

მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, კომერციული პალატები  ბიზნესდავებისათვის; მედიაციის ინსტიტუტი და საარბიტრაჟო სისტემის განვითარება; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი; ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა; საკანონმდებლო ცვლილებები ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დასაცავად; ადამიანის უფლებების დაცვისათვის გატარებულ რეფორმები; სერვისების მიწოდების ქართულ ინოვაციურ მოდელი, რომელიც იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით ხორციელდება.

„OGP"-ის ფორმაში მიმდინარე რეფორმები, - ამ თემებზე ესაუბრა  იუსტიციის მინისტრი მონტენეგროს დელეგაციას, რომელიც საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობის" გლობალური სამიტის ფარგლებში იმყოფება.

70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაციები თბილისში 16 ივლისიდან იმყოფებიან, რათა „ღია მმართველობის პარტნიორობის" უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა. სტუმრებს იუსტიციის სამინისტრო მასპინძლობს როგორც ღია მმართველობის პროცესის წარმმართველი უწყება. „OGP"-ის ფორმატში გამართულ ღონისძიებებში ჩვენს ქვეყანას იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს, მმართველ კომიტეტში კი, საქართველოს წარმომადგენელი იუსტიციის მინისტრია.

თეა წულუკიანი, როგორც მსოფლიო სამიტის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი უკვე შეხვდა ინდონეზიის, კანადის, სომხეთის, არგენტინისა და ანტიგუა და ბარბუდას, რუმინეთის დელეგაციებს.
„ღია მმართველობის პარტნიორობის" მსოფლიო სამიტი თბილისში 18 ივლისიდან მიმდინარეობს და ის დღეს დასრულდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics