|
2018-07-19 13:34:38, 700 ნახვა
საზოგადოება
ჰიდროგრაფიული სამსახური ბათიმეტრიულ სამუშაოებს მოდერნიზებული სისტემით ახორციელებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური საქართველოს საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიულ სამუშაოებს მსოფლიოს წამყვანი ჰიდროგრაფიული ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიების მიერ დამზადებული აპარატურით ახორციელებს. საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური აქტიურად მუშაობს საქართველოს საზღვაო სივრცეში მცურავი გემებისათვის ზუსტი მონაცემების (რუკები) მიწოდებაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული საზღვაო ინცინდენტები და უზრუნველყოფილი იყოს ნაოსნობის უსაფრთხოება. ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა კატამარან ,,გაგრაზე“ მოახდინა ექოლოტის მოდერნიზება - ახალი სისტემა მოიცავს თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც ბათიმეტრიული აზომვითი სამუშოების პროცესში ზუსტი მონაცემების მოპოვების საშუალებას იძლევა. აღნიშნული სისტემა ასევე ახდენს გეოპოზიციის ცდომილების გარეშე განსაზღვრას, რაც მეტად მნიშვნელოვანია ნავიგაციისათვის. ჰიდროგრაფიული კვლევის, კარტოგრაფიისა და კორექციის სამმართელოს მიერ განახლებული აპარატურით ფოთის პორტის შესასვლელ არხში ბათიმეტრიული აზომვითი სამუშაოები განხორციელდა, მოპოვებული მონაცემები სპეციალურ პროგრამაში დამუშავების შემდეგ ფოთის საზღვაო-სანავიგაციო რუკაზე იქნება დატანილი. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ წარმოებული საზღვაო რუკები საერთაშორისო რუკათა კატალოგშია შეტანილი.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)