|
2018-07-19 12:02:47, 725 ნახვა
პოლიტიკა
საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებუბლი სანქციების გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა
საქართველომ, ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის გამო, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გაგრძელებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაცია ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, სანქციები 2019 წლის 23 ივნისამდე იქნება ძალაში. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის დეკლარაციის თანახმად, კენჭისყრაში ევროკავშირის წევრობის კანდიდატებმა მონტენეგრომ და ალბანეთმა, ასევე ნორვეგიამ, უკრაინას და საქართველომ მიიღეს. დეკლარაციაში წერია, რომ ეს ქვეყნები ცდილობენ საკუთარი პოლიტიკა ევროსაბჭოს პოლიტიკის შესაბამისი გახადოს, რასაც ორგანიზაცია მიესალმება. შეზღუდვები, რომელიც ევროკავშირმა 2014 წელს დააწესა, ყირიმიდან პროდუქციის იმპორტსა და ოკუპირებულ ტერიტორიასთან ეკონომიკურ ურთიერთობაზე შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)