|
2018-07-19 11:55:55, 1070 ნახვა
ეკონომიკა
იანვარ-ივნისში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 985.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 985.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 24.3%-ით მეტია. „საქსტატის“ მონაცემებით, აქედან ექსპორტი 1 593.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (28.5%-ით მეტი), ხოლო იმპორტი - 4 392.3 მლნ აშშ დოლარს (22.9%ით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-ივნისში 2 798.7 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.8%. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1 148.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.3%-ით აღემა ტება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ზემოაღნიშნულ პერიოდში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1 644.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 25.2%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 367.8 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო იმპორტი - 1 276.7 მლნ აშშ დოლარი. დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 037.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2017 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 33.9%-ით მეტი). აქედან ექსპორტი 720.1 მლნ აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი 1 317.1 მლნ. აშშ დოლარი იყო.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)