08:38 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-18 15:52:42, 583 ნახვა

საზოგადოება
ვაკეში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესით, სარეაბილიტაციო პროექტები განხორციელდა

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესის მიხედვით, ვაკის რაიონში რამდენიმე მისამართზე სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. 

ნუცუბიძის II მ/რ-ში III კვარტლის მე-6 კორპუსის სახურავი განახლდა, ნუცუბიძის 215-ში სადარბაზოს რემონტი დასრულდა, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის მე-4 კორპუსში, ნუცუბიძის II მ/რ-ის III კვარტლის მე-3 კორპუსში და IV მ/რ-ის 30-ე კორპუსში კი, საერთო სარგებლობის კიბის რეაბილიტაცია ჩატარდა. 

ამ და სხვა სახის დასრულებული სარემონტო-სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 116 470 ლარი გამოიყო. 

რაც შეეხება მიმდინარე სამუშაოებს, ამ დროისთვის, რეაბილიტაცია 41 მისამართზე გრძელდება. მათ შორისაა, კორპუსების სართულშუა ნაპრალების ამოვსება, ასევე, წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია, სახურავებისა და ლიფტების განახლება. მიმდინარე სამუშაოების შესრულების თანხა 557 462 ლარს შეადგენს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics