|
2018-07-18 15:40:38, 7190 ნახვა
კულტურა
„თიბისი სტატუსი“ და კომპანია ისთერნ პრომოუშენსი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-12 ჯაზ ფესტივალს
19-22 ივლისს, შავი ზღვის სანაპირო რიგით მე-12 ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს. წლევანდელი ფესტივალის „ჰედლაინერია" რობერტ პლანტი და "Sensational Space Shifters". შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალში წელს მონაწილეობენ: ჯგუფი "Trombone Shorty & Orleans Avenue", DJ Lo Down Loretta Brown aka Erykah Badu, მუსიკოსი Wyclef Jean, R+R=NOW - რობერტ გლასპერის, ტერას მარტინის, ქრისტიან სკოტის, დერიკ ჰოჯის, ტეილორ მაქფერინისა და ჯასთინ ტაისონის შემადგენლობით, DJ "Mop Mop". ფესტივალი 19 ივლისს, „Black Sea Arena"-ზე როკის ლეგენდა რობერტ პლანტისა და "Sensational Space Shifters"-ის კონცერტით გაიხსნება. 20, 21 და 22 ივლისის საფესტივალო კონცერტები კი, ტრადიციულად ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიმართება. შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, აბონიმენტებთან ერთად, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი კონცერტების ე.წ. დღიური ბილეთებიც (Day Tickets) გაიყიდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ფესტივალის ორგანიზატორებმა უცხოელი ტურისტებისა და ქართველი მსმენელის თხოვნის გათვალისწინებით მიიღეს. დღიური ბილეთების ფასი 150 ლარიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა ტრადიციულად ონლაინ tkt.ge-ზე იქნება შესაძლებელი. შავი ზღვის რიგით მე-12 ჯაზ-ფესტივალი "Check in Georgia"-ს ფარგლებში გაიმართება. ფესტივალის პროგრამა: 19.07.2018 – Black Sea Arena - რობერტ პლანტი და „Sensational Space Shifters" 19.07.2018 – ბათუმის ჩოგბურთი კლუბი - House Band Mop-Mop 20.07.2018 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - TromboneShorty და Orleans Avenue 20.07.2018 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - DJ LO Loretta Brown Aka Erykah Badu 21.07.2018 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - Wyclef Jean 21.07.2018 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - House Band Mop-Mop 22.07.2018 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - ბენდი R+R Now - რობერტ გლასპერის, ტერას მარტინის, ქრისტიან სკოტის, დერიკ ჰოჯის, ტეილორ მაკფერინისა და ჯასთინ ტაისონის შემადგენლობით. 22.07.2018 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - House Band Mop-Mop
(R)
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)