|
2018-07-18 11:16:23, 795 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე - ვგეგმავთ, დავნერგოთ კიდევ უფრო ეფექტური ანტიკორუფციული მექანიზმები
პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობა კიდევ უფრო ეფექტური ანტიკორუფციული მექანიზმების დანერგვას აპირებს. როგორც პრემიერმა „ღია მმართველობის პატნიორობის“ სამიტის ფარგლებში, პლენარული სესიის გახსნისას განაცხადა, ანტიკორუფციული სისტემა კორუფციული გარიგებების გამოვლენაზე და ამავე დროს, მის პრევენციაზე უნდა იყოს ორიენტირებული. „ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის ფარგლებში თქვენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის არაერთ საინტერესო გამოცდილებას გაეცნობით. ჩვენ ხელშესახები წარმატებები გვაქვს ამ მიმართულებით, თუმცა, ბუნებრივია, ეს არ გახლავთ საკმარისი. გასულ კვირას ჩვენ პარლამენტში განვაცხადეთ, რომ გვსურს, თამასა კიდევ უფრო მაღლა ავწიოთ. ჩვენ ვაპირებთ კიდევ უფრო აქტიურ თანამშრომლობას სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ამავე დროს ვგეგმავთ, დავნერგოთ კიდევ უფრო ეფექტური ანტიკორუფციული მექანიზმები. ჩემი შეხედულებით, ანტიკორუფციული სისტემა, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ორიენტირებული კორუფციული გარიგებების გამოვლენაზე, მაგრამ ამავე დროს, უნდა იყოს ორიენტირებული მის პრევენციაზე. ამ პროცესებში საზოგადოების ჩართუ, მათ შორის საელმწიფო უწყებებზე ზედამხედველობის მიმართულებით, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ეს არის სწორედ ის მიმართულება, სადაც ჩემი მთავრობა ძალიან აქტიურ ნაბიჯებს გადადგამს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)