|
2018-07-17 19:57:33, 597 ნახვა
პოლიტიკა
ევროკომისიის დირექტორატის წარმომადგენლების შეფასებით, საქართველო ლიდერი რეფორმატორია
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არსებული მიღწევები, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესი და საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების საკითხები იყო საუბრის მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილის, კატარინა მატერნოვას შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას ხაზი გაესვა იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში მიაღწია. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის მიზნით, გამოიყენოს თანამშრომლობის ყველა არსებული მექანიზმი. მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგი დაეფუძნება საგზაო რუკას, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ მიმართულებებსა და ძირითად პრიორიტეტებს და ამგვარად უზრუნველყოფს ევროინტეგრაციის პროცესის მეტ სისტემურობას, თანმიმდევრულობას, პროგნოზირებადობასა და გამჭვირვალობას. შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოს-ევროკავშირის მაღალი დონის სექტორული დიალოგის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრის ფარგლებში განსახილველ საკითხებს. ევროკომისიის დირექტორატის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველო არის ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა რეგიონში, რასაც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ პრაქტიკულად ყველა მიმართულებით მიღწეული პროგრესიც ადასტურებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)