|
2018-07-17 10:27:36, 1111 ნახვა
პოლიტიკა
პუტინი - რუსეთს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად უარყოფითი რეაქცია ექნება
რუსეთს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში უკიდურესად უარყოფითი რეაქცია ექნება, - ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტირნმა Fox news-თან ინტერვიუში ჟურნალისტის შეკითხვას. როგორც მან აღნიშნა, ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოვება მოსკოვისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს. „მშვენივრად ვიცი, როგორ მუშაობს გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები. რა თქმა უნდა იქ გადაწყვეტილებები კონსესუსის საფუძველზე მიიღება, თუმცა მანამდე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ცალკეულ წევრებთან ორმხრივი მუშაობა მიმდინარეობს, როგორც ეს იყო პოლონეთისა და რუმინეთის შემთხვევაში, სადაც ახლა ამერიკის ანტისარაკეტო თავდაცვის სტრატეგიული ელემენტები უნდა განათავსონ. ეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის პირდაპირი მუქარაა. ნატოს ინფრასტრუქტურის ჩვენს საზღვრებთან მოახლოება განსაკუთრებულად საფრთხის შემცველია და ჩვენი რეაქცია ამ საკითხზე იქნება უკიდურესად უარყოფითი“, - განაცხადა პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)