2018-07-16 21:10:54, 1724 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი: რუსეთის და აშშ-ს ურთიერთობა არასოდეს ყოფილა იმაზე ცუდი ვიდრე ახლაა
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ცივი ომის პირობებშიც კი, რუსეთს და აშშ-ს მაინც მჭიდრო დიალოგი ჰქონდათ.
აშშ-ს პრეზიდენტმა რუსეთთან ვითარების გამწვავებაში წინა პრეზიდენტები დაადანაშაულა.
"უთანხმოებები ორ ქვეყანას შორის ყველასთვის ცნობილია. მე და პრეზიდენტი პუტინი ამას მთელი დღის განმავლობაში განვიხილავდით. პრობლემებზე, რომლებიც ამ ორ ქვეყანას აქვს, ბევრი სამუშაო გვაქვს. ცივი ომის დაძაბულობის დროსაც კი, როცა მსოფლიო სრულიად განსხვავებული იყო, ვიდრე ახლაა, რუსეთს და აშშ-ს შეეძლოთ დიალოგის წარმართვა. მე ვთქვი, რომ ჩვენი ურთიერთობა არასდროს ყოფილა იმაზე ცუდი, ვიდრე ახლაა. თუმცა, ეს დაახლოებით 4 საათის წინ შეიცვალა. " - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ორ პრეზიდენტს ჰქონდა პირდაპირი, ღია, ღრმა და პროდუქტიული დიალოგი და მან კარგად ჩაიარა.
ავტორი: ,