|
2018-07-16 16:50:14, 918 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
ტყიბულის შახტაში მაღაროელების დაღუპვის გამო, ქვეყანაში გამოცხადებულ გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს. მისი გადაწყვეტილებით გაუქმდა იტალიიის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია. ცნობისთვის, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი, დაშავდა.როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მომხდარის გამო, შახტები დროებით დაიხურება. მისივე თქმით, ამ პერიოდში ყველა მეშახტეს ხელფასი აუნაზღაურდება. გარდა ამისა, ბახტაძის გადაწყვეტილებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა და საქართველოს ტერიტორიაზე ყველა არსებულ სახელმწიფო სტრუქტურის შენობაზე დროშებს დაუშვებენ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)