|
2018-07-16 15:05:58, 737 ნახვა
პოლიტიკა
ხმაური პარლამენტში - თინა ბოკუჩავამ ეკა ბესელიას „შავი ლაქა“ უწოდა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას „შავი ლაქა“ უწოდა. მან ბესელია რუსი ჯაშუშების გათავისუფლებაში დაადანაშაულა და არ გამორიცხა, საქმეში კორუფციული ინტერესებიც ყოფილიყო. „ქალბატონი ეკა არის ადამიანი, რომელმაც პირადად გამოუშვა რუსი ჯაშუშები. მარლთაც არის ეს ადამიანი „შავი ლაქა“ მათ შორის თქვენი პოლიტიკური გუნდისთვის. კარგი იქნებოდა გადაეხედა საკუთარი პოლიტიკური წარსულისთვის. ადამიანი, რომელმაც რუსი ჯაშუშები საკუთარი გადაწყვეტილებით და არ გამოვრიცხავ, კორუფციული ინტერესების ფონზე გამოუშვა, ნამდვილად არ ვისაუბრებდი თავაწეული საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე. თქვენი ხელისუფლების პირობებში რუს ჯაშუშებს თავდაცვის სამინისტრო კონტრაქტებს უფორმებს, პარლამენტი თავისუფლებაზე უშვებს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. ბოკუჩავას გამოსვლას საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ხმაური მოჰყვა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)