|
2018-07-16 14:52:08, 677 ნახვა
საზოგადოება
სერგეენკო: შახტაში დაშავებული 2 პაციენტის მდგომარეობა სერიოზულია, ხოლო დანარჩენების საშუალო სიმძიმისაა
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მინდელის შახტაში დაშავებული ორი პაციენტის მდგომარეობა სერიოზულია, ხოლო დანარჩენების საშუალო სიმძიმისაა. როგორც სერგეენკომ აღნიშნა, თბილისში მკურნალობას სულ 5 პაციენტი გააგრძელებს. "დაზიანებები 6-მა პაციენტმა მიიღო, ერთი იქვე გაეწერა ბინაზე. 5 პაციენტი თბილისში გადმოდის, ერთი უკვე მიღებულია 50%-იანი დამწვრობით. მეორე პაციენტიც მალე შემოვა. პაციენტების უმეტესობას მიღებული აქვს დამწვრობა, ერთი არის ტრავმული, რომელიც სხვა კლინიკაში შევა. ორი პაციენტის მდგომარეობა სერიოზულია. მათ რეანიმაციული მკურნალობა სჭირდებათ. დანარჩენების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა", - განაცხადა მინისტრმა. ცნობისთვის, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი, დაშავდა. პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ტყიბულში შახტები დროებით დაიხურება. როგორც პრემიერმა განმარტა, ყველა შახტა დაიხურება, სანამ გამოძიება და ექსპერტები არ დაასრულებენ მუშაობას. ამასთან, მისივე თქმით, ამ პერიოდში ყველა მეშახტეს ხელფასი აუნაზღაურდება. გარდა ამისა, ბახტაძის გადაწყვეტილებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა და საქართველოს ტერიტორიაზე ყველა არსებულ სახელმწიფო სტრუქტურის შენობაზე დროშებს დაუშვებენ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)