13:55 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-02 14:03:22, 366 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის " საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერა" გახსნითი შეხვედრა გაიმართა

ევროპის საბჭოს ორგანიზებით დღეს სასტუმრო "რადისონ-ბლუ ივერიაში" ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს  ერთობლივი პროექტის  ოფიციალური გახსნითი შეხვედრა გაიმართა. პროექტის სახელწოდებაა " საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერა".

აღნიშნული პროექტი არის  აღმოსავლეთ პარტნიორობის  ფარგლებში  ევროკავშირსა და  ევროპის საბჭოს შორის 2014 წელს დადებული შეთანხმების ნაწილი. ამ შეთანხმების  ხელმოწერისას მხარეები შეჯერდნენ, რომ პროექტებს 2 ფაზად განახორციელებდნენ. პირველი ფაზისთვის განკუთვნილია  2015-2017 წლები და 33.8 მილიონი ევრო.შეთანხმების  პრიორიტეტული სფეროებია: ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

 ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერის პროექტი ამ ერთიანი პაკეტის  ნაწილს წარმოადგენს. იგი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ  და ახორციელებს ევროპის საბჭოს  ოფისი საქართველოში. პროექტის საერთო ხანგრძლივობაა 18 თვე და ამისათვის გამოყოფილია 400. 000 ევრო.

პროექტის ძირითადი მიმართულებებია: საკანინმდებლო ბაზის დახვეწა, ასოციაციის მართვის სტილის/მენეჯმნტის  უნარების გაუმჯობესება, ეთიკის კომისიისა და  რეგულაციების მუშაობის დახვეწა, განგრძობადი იურიდიული განათლების ხელშეწყობა, საკვალიფიკაციო  გამოცდის ფორმატის დახვეწა.

პროექტი თანამშრომლობს მართლმსაჯულების სფეროში მოღვაწე  სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და  საერთაშორისო  დონორ ორგანიზაციებთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics