|
2018-07-13 17:12:05, 801 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ბაგა-ბაღებმა 6-თვიანი ანგარიშები წარადგინეს
საბავშვო ბაღების დირექტორებმა აღსაზრდელების მშობლებს, ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელობას, მაჟორიტარ დეპუტატებსა და გამგებლებს საქმიანობის 6-თვიანი ანგარიში წარუდგინეს. შეხვედრების კვირეული ვაკის რაიონის ბაღებმა დაასრულეს. ვაკის რაიონში მდებარე თოთხმეტი ბაგა-ბაღის დირექტორი N83 ბაგა-ბაღში შეიკრიბა, სადაც მათ მიერ განხორციელებული სამუშაოს შესახებ შემაჯამებელი პრეზენტაციები წარმოადგინეს, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და ინდივიდუალური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს. „ამ პროექტის მიზანია ბაგა-ბაღებისა და სააგენტოს მხრიდან ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ზრდა და ამავდროულად, საზოგადოების და განსაკუთრებით, ჩვენი აღსაზრდელების მშობელთა მეტად ინფორმირება იმ უზარმაზარი შრომის შესახებ, რომელსაც ბაღების თითოეული თანამშრომელი ეწევა მთელი წლის განმავლობაში,“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ და დასძინა, რომ სამომავლოდ იგეგმება მშობელთა ჩართულობის ზრდა ბაგა-ბაღების ყოველდღიურ საქმიანობაში. შეხვედრას სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბირბიჩაძე და საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლები დაესწრნენ.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)