19:39 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-12 18:23:11, 747 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი: საფრთხის გასანეიტრალებლად, რომელიც რუსეთისგან მოდის, საერთო ძალისხმევაა საჭირო

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთი მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენს.

როგორც მარგველაშვილმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საფრთხის გასანეიტრალებლად  საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი ძალისხმევაა საჭირო. პრეზიდენტის განცხადებით, ნატო-ს სამიტზე მან საქართველოს ალიანსში გაწევრიანების დაჩქარება მოითხოვა.

„რა არის მნიშვნელოვანი ამ დეკლარაციაში: პირველი, ეს არის ის, რომ აღიარებულია 29 ქვეყნის მიერ, ნატო-ს ყველა ქვეყნის მიერ ის, რომ რუსეთი არის აგრესორი და მოახდინა საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. მითითებულია, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები საქართველოდან. ​რუსეთი საფრთხეა მთელი მსოფლიოსთვის და საჭიროა, საერთო ძალისხმევა ამ საფრთხის გასანეიტრალებლად. ამ რეალობის აღიარების პარალელურად არის ნათლად განსაზღვრული რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და მესამე მომენტი, მანამ სანამ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, საქართველოსთვის მხარდაჭერის და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაღრმავების პროცესზე თანხმდებიან ნატო-ს შემადგენელი ქვეყნის ლიდერები,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics