|
2018-07-12 10:15:16, 671 ნახვა
კომენტარი
კახიშვილი: გავაძლიერებთ კოორდინაციას, რომ ის სიკეთე, რაც დაგეგმილია, მოსახლეობამ მოკლე დროში მიიღოს
„ჩვენ მთავრობის ადმინისტრაციიდან მაქსიმალურად გავაძლიერებთ კოორდინაციას იმისთვის, რომ ის სიკეთე, რაც დაგეგმილია, მოსახლეობამ ძალიან მოკლე დროში მიიღოს“, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ახალმა ხელმძღვანელმა კახა კახიშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უწყებებში ძირეული რეფორმები განხორციელდება. „უწყებებში იწყება და ზოგ შემთხვევაში დაწყებულია ძირეული რეფორმები, მაგრამ ამავდროულად, მოსახლეობას სჭირდება სწრაფი ეფექტი. ამიტომ, ჩვენ მთავრობის ადმინისტრაციიდან, პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, მაქსიმალურად გავაძლიერებთ კოორდინაციას იმისთვის, რომ ის სიკეთე, რომელიც დაგეგმილია, ძალიან მოკლე დროში მიიღოს მოსახლეობამ“, - განაცხადა კახიშვილმა. ცნობისთვის, კახა კახიშვილმა, რომელიც ამ დრომდე სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტს იკავებდა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე შალვა თადუმაძე შეცვალა. რაც შეეხება თადუმაძეს, ის გუშინ საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად აირჩია.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)