|
2018-07-11 20:32:54, 955 ნახვა
პოლიტიკა
ნატო: საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა ინსტრუმენტს, რათა ქვეყანა მოემზადოს წევრობისთვის
"ჩვენ კვლავ ვადასტურებთ, რომ ძალაშია 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, - ამის შესახებ ნატო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დეკლარაციაშია ნათქვამი. ნატო საქართველოს მიერ 2008 წლის შემდეგ მიღწეულ პროგრესს მიესალმება. "ჩვენ მივესალმებით იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც ითამაშა ნატო-საქართველოს კომისიამ და წლიურმა ეროვნულმა პროგრამამ ბოლო წლების განმავლობაში. ვაღიარებთ იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია რეფორმების კუთხით და რომელიცქვეყანამ უნდა განაგრძოს. ეს ეხმარება ასპირანტ ქვეყანას, წევრობისკენ მომზადების პროგრესში და გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას. საქართველოს ურთიერთობა ნატო-სთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რათა ქვეყანა მოემზადოს წევრობისთვის. მივესალმებით ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარებას შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. დიდად ვაფასებთ საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ნატო-ს მისიებში. ეს ძალისხმევა ცხადყოფს საქართველის ერთგულებას და შესაძლებლობას, წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. მოუთმენლად ველოდებით 2019 წლის ნატო-საქართველოს წვრთნებს", - ნათქვამია დეკლარაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)