|
2018-07-11 20:07:46, 943 ნახვა
პოლიტიკა
ნატო რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ტერიტორიებიდან ჯარები გაიყვანოს
"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობას მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დეკლარაციაშია ნათქვამი, რომელიც ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დეკლარაციის თანახმად, ნატო გმობს სამივე ქვეყანაში რუსეთის ჯარების ყოფნას და კრემლს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს. "ჩვენ ვგმობთ, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას. დისკრიმინაცია მოსახლეობის წინააღმდეგ უნდა დასრულდეს. საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, საკუთარი მოვალეობა ადამიანების უფლებების დაცვის თვალსაზრისით შეასრულონ და შესაბამისი მონიტორინგი აწარმოონ. ჩვენ ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება. ასევე მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, შეწყვიტოს აღნიშნული რეგიონების მილიტარიზაცია და მავთულხლართების გავლება", - ნათქვამია დეკლარაციაში. ცნობისთვის, დღეს ბრიუსელში ნატო-ს რიგით 29-ე სამიტი გაიხსნა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)