|
2018-07-11 18:45:53, 816 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია მარიამ ჯაშს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშსა და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. ვახტანგ ყოლბაიამ კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობისკუთხით არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების ფუნდამენტური უფლების შეზღუდვაზე. განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის საკითხს, ასევე ისაუბრა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ქართული კვალის წაშლაზე და მათი კვალიფიციური რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუციების გააქტიურების აუცილებლობაზე. შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოს სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე არსებული აფხაზეთის საჯარო სკოლების, ანსამბლების, თეატრებისა და სხვა შემოქმედებითი კოლექტივების მხარდასაჭერად გასატარებელი ღონისძიებების აუცილებლობაზე. მთავრობის თვმჯდომარემ ხაზი გაუსვა აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის სწავლებისადმი განსაკუთრებულ ინტერესს. „მნიშვნელოვნად მიმაჩნია საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციისათვის გამართულ ღონისძიებებზე მეტი საშუალება მიეცეს აფხაზეთის შემოქმედებით კოლექტივებს, მეტად წარმოაჩინონ აფხაზური კულტურა საერთაშორისო ასპარეზზე“ - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)