01:05 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-11 13:50:33, 724 ნახვა

პოლიტიკა
ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ლევან იზორია იენს სტოლტენბერგს შეხვდება

დღეს ბრიუსელში, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში, ნატოს სამიტი გაიხსნება.

ბრიუსელში იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რომელიც საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაშია.

12 ივლისს საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან ერთად, ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება. ნატოს სამიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთანაც. ასევე, გაიმართება ნატო-საქართველო-უკრაინის ერთობლივი შეხვედრა.

ნატოს სამიტის დაწყებამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უმაღლესი დონის შეხვედრებზე სათანადოდ მოხდება საქართველოს  მიღწევებისა და პროგრესის  აღიარება.

„ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი, რომ ვიყოთ ჩრდილოატლანტიკური სივრცის და ამ საზოგადოების ღირსეული წარმომადგენელი. ჩვენ წლების განმავლობაში, ჩვენი კონტრიბუციით, რეგიონული თუ გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, დავადასტურეთ, რომ საერთაშორისო საზოგადოების ღირსეული წევრი და პარტნიორი ვართ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

ნატოს სამიტის ფარგლებში ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები გადაწყვეტილებებს მიიღებენ ნატოს შეკავების პოლიტიკაზე, ტერორიზმთან ბრძოლასა და თავდაცვითი ხარჯების ტვირთის გადანაწილებაზე. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics