|
2018-07-10 19:30:39, 898 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ხუთ მისამართზე მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში მიწისქვეშა კომუნიკაციების შიდა ქსელის რეაბილიტაცია ხუთ მისამართზე მიმდინარეობს. ერთ-ერთი პროექტი ზღვის უბნის მე-11 მიკრორაიონის მე-2 კვარტალში, N28 და N28ა კორპუსებში ხორციელდება. მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, წყალარინების მილები 494 გრძივ მეტრზე იცვლება. ასევე, მოეწყობა 20 საკომუნიკაციო ჭა. შიდა ქსელის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ასფალტის საფარი დაიგება. აღნიშნულ მისამართზე მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, თამარ ტალიაშვილთან ერთად გაეცნო. „გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია. მიმდინარე წელს, წყალარინების შიდა ქსელის შეცვლა ხუთ მისამართზე უკვე დავასრულეთ და სამუშაოები კიდევ ხუთ კორპუსში გრძელდება. კონკრეტულად ამ მისამართზე, N28 და N28 ა კორპუსებში, სადაც სულ 144 ოჯახი ცხოვრობს, ექვსი სადარბაზოს შიდა ქსელი იცვლება. მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. ინფრასტრუქტურული პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგელებში მიმდინარეობს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 80 000 ლარი გამოიყოფა.
(NS)
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
დრონები ურალის და პერმს, დაესხნენ თავს სადაც ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)