05:00 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-10 18:59:32, 779 ნახვა

სამხედრო
ლელა ჩიქოვანი SNGP-ის ახალ მრჩევლებს შეხვდა

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მოვლენილ ახალ ექსპერტებს უმასპინძლა.

გაცნობითი  ხასიათის შეხვედრაზე ლელა ჩიქოვანმა ამერიკელ და თურქ მრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა  და წარმატებები უსურვა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამერიკელი ექსპერტი, ჟაკ პატონი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ლოგისტიკის ინიციატივის მიმართულებით იმუშავებს. თურქი ექსპერტი, კაპიტანი მუზაფერ ბულდანი  ქართულ მხარეს სამხედრო პოლიციის განვითარების კუთხით გაუწევს კონსულტაციებს.

ღონისძიებას SNGP-ის ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები,  საერთაშორისო მრჩევლები, თავდაცვის  სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics