11:06 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-10 18:57:35, 818 ნახვა

საზოგადოება
ლელა ჩიქოვანმა ბრიტანელ მრჩეველს მადლობის სერტიფიკატი გადასცა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თავდაცვის საკითხებში სამინისტროს ბრიტანელ მრჩეველთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

უწყების ცნობით, ლელა ჩიქოვანმა  ალექს ლუის პოლს   სერტიფიკატი გადასცა და თავდაცვის სამინისტროში ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება თავდაცვის სფეროში ბრიტანული მხარის მხარდაჭერასა და მჭიდრო თანამშრომლობაზეც გაამახვილა.

ალექს ლუის პოლი საქართველოს თავდაცვის უწყებაში  მრჩევლად სამი წლის განმავლობაში მუშაობდა და ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების პროცესში დახმარებასა და კონსულტაციებს უწევდა. მას კლერ მაკიანი შეცვლის, რომელიც თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას  დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს  თავდაცვის ატაშესთან, ვიცე-პოლკოვნიკ დევიდ ეთელთან ერთად დაესწრო. ლელა ჩიქოვანმა  კლერ მაკიანს ახალ პოზიციაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
დრონები ურალის და პერმს, დაესხნენ თავს სადაც ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics