|
2018-07-10 16:56:36, 929 ნახვა
პოლიტიკა
იანოშ ჰერმანი საქართველოში დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, იანოშ ჰერმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი განიხილეს. იანოშ ჰერმანის შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ინსტიტუციური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს პარლამენტის აქტიურ მხარდაჭერას ინსტიტუციური, საზედამხედველო და კანონშემოქმედებითი ფუნქციების განვითარებისა და გაძლიერების მიმართულებით. იანოშ ჰერმანის განცხადებით, საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა წარმომადგენლობის ახალი ხელმძღვანელის საქმიანობის ერთერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება. ირაკლი კობახიძემ იანოშ ჰერმანს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)