11:12 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-10 13:19:20, 878 ნახვა

სამართალი
შსს - დავადგინეთ მსხვერპლები, რომლებიც ზვიად დევდარიანის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს ადასტურებენ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, CIDA-ს ყოფილი დირექტორის, ზვიად დევდარიანის საქმესთან დაკავშირებით, ინფორმაციის მქონე პირებმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, ამის მიუხედავად უწყებამ დაადგინა მსხვერპლები,  რომლებიც მედიაში დევდარიანის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს ადასტურებენ.

„გვსურს ასევე საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ზვიად დევდარიანის საქმესთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენაბათ, გამოძიება ადევნების ფაქტზე დაიწყო. დღეის მდგომარეობით ჩატარებულია 40-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება. გამოკითხული და დაკითხულია 21 პირი. გამოკითხვაზე უარის თქმის გამო, რამდენიმე მოწმე მაგისტრატ მოსამართლესთან დაიკითხა. მიუხედავად იმისა, რომ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მქონე პირებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, დავადგინეთ მსხვერპლები, რომლებიც მედიაში ზვიად დევდარიანის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს ადასტურებენ. გამოძიება გრძელდება, გამოსაკითხია რამდენიმე პირი, რომლებსაც თავად ზვიად დევდარიანი ასახელებს, რის შემდეგაც მიღებული იქნება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics