19:37 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-09 12:40:34, 699 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე: წულუკიანი ყველაზე წარუმატებელი მინისტრია, მაგრამ ეს არ არის შეფასების ის კრიტერიუმი, რითაც ივანიშვილი ხელმძღვანელობს

„თეა წულუკიანია ყველაზე წარუმატებელი მინისტრია, მაგრამ ეს არ არის შეფასების ის კრიტერიუმი, რითაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში თეა წულუკიანის შესაძლო დარჩენის საკითხზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ წულუკიანი მინისტრის პოსტს შეინარჩუნებს, გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში არა პრემიერის, არამედ ბიძინა ივანიშვილის მიერ იქნება მიღებული.

 „ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც ივანიშვილი მიიღებს. ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ საერთოდ არ ანაღვლებს, რას ფიქრობს საზოგადოება არცერთ თემაზე. არც წულუკიანის თემაზე და არც ზოგადად, მნიშვნელოვან საკითხებზე. რა თქმა უნდა, თეა წულუკიანია ყველაზე უფრო გამორჩეულად წარუმატებელი მინისტრი, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ არის ის შეფასების კრიტერიუმი, რითაც ხელმძღვანელობს ამ შემთხვევაში ივანიშვილი. ის ხელმძღვანელობს პირადი ლოიალობით და მისადმი ერთგულებით. აქედან გამომდინარე, ალბათ ის როგორც ჩათვლის საჭიროდ, ისე იქნება გადაწყვეტილება მიღებული და არანაირი გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობა ბატონ ბახტაძეს, როგორც ჩანს, არ ექნება“, -აღნიშნა სერგი კაპანაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics