|
2018-07-08 19:32:24, 911 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება
გიორგი მარგველაშვილი 9 ივლისს ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება და საზეიმო ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. ანკარის აეროპორტში, საქართველოს პრეზიდენტის საპატიო დახვედრის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი და ქართული დელეგაციის წევრები თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში სხვავასხვა ქვეყნის 20 პრეზიდენტთან, 10 პრემიერ-მინისტრთან და 5 პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საინაუგურაციო ცერემონიას დაესწრებიან. ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანი გიორგი მარგველაშვილს და სახელმწიფო დელეგაციების მეთაურებს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში ირაკლი კოპლატაძე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)