|
2018-07-08 19:29:40, 822 ნახვა
პოლიტიკა
სვანეთში საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენებას პარლამენტმა 91 ხმით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, 91 ხმით მხარი დაუჭირა პარლამენტის დადგენილების პროექტს „საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის - საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის 2018 წლის 7 ივლისის №1 ბრძანების დამტკიცების თაობაზე". საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სამეგრელო - ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-100 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამხედრო ძალების შემდეგი ქვედანაყოფები: · საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობა; პრეზიდენტის წარდგინება პლენარულ სხდომას საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ, ზურაბ მაჭარაძემ გააცნო. პარლამენტის დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა როგორც საპარლამენტო უმრავლესობამ, ასევე საპარლამენტო ოპოზიციამ. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მომდევნო პლენარული სხდომა გაიმართება 14 ივლისს, 12:00 საათზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)