|
2018-07-07 10:50:50, 610 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის მხარდაჭერით მიმდინარე ახალგაზრდა არქიტექტორთა ოლიმპიადა დასრულდა
თბილისის მერიის მხარდაჭერითა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის ორგანიზებით, ახალგაზრდა არქიტექტორთა თბილისის ოლიმპიადის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ოლიმპიადაზე, რომლის თემა იყო „ავტოფარეხები, როგორც პოტენციური საჯარო სივრცეები“, სტუდენტურმა გუნდებმა, გამოცდილ არქიტექტორებთან და ურბანისტებთან ერთად, მოსახლეობის გამოკითხვის საფუძველზე შეიმუშავეს თბილისის სამ ლოკაციაზე (საბურთალო, ვარკეთილი, გლდანი) ფარეხებით დანაწევრებული სივრცეების განვითარების სცენარები. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა დაესწრნენ. სოფიო ხუნწარიამ ოლიმპიადის მონაწილეებს სიგელები გადასცა. „კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციისა და ახალგაზრდა ურბანისტების ჯგუფის მიერ, შემოთავაზებული იქნა პროექტი, რომელიც არსებული ფარეხების ტერიტორიაზე საზოგადოებრივად საინტერესო სივრცეების შექმნას გულისხმობს. შესწავლილ იქნა სამი რაიონი - გლდანი, ვარკეთილი და საბურთალო. პროექტი საკმაოდ საინტერესოა და თბილისის მერია არის ამ იდეის მხარდამჭერი“, - განაცხადა ირაკლი გვილავამ. ღონისძიება პროექტის ერთ-ერთ ლოკაციაზე გაიმართა, სადაც გამოფენის სახით იყო წარმოდგენილი ოლიმპიადის მონაწილე სტუდენტური ჯგუფების მიერ შექმნილი ნამუშევრები (რენდერები, მაკეტები). აგრეთვე, გაიმართა კვლევისა და შექმნილი კონცეფციების პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი, საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, ასევე, ურბანისტები, არქიტექტორები და ადგილობრივი მოსახლეობა.
(NS)
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
დრონები ურალის და პერმს, დაესხნენ თავს სადაც ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)