18:18 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-06 19:53:21, 710 ნახვა

კომენტარი
შავგულიძე: „ოცნებამ“ არ აიღო პასუხისმგებლობა, თავად დაებლოკა მისთვის არასასურველი პროკურორობის კანდიდატი

„ქართულმა ოცნებამ“ არ აიღო პასუხისმგებლობა თავად დაებლოკა პროკურორის პოსტზე მისთვის არასასურველი კანდიდატი, როგორადაც ალბათ მე მოვიაზრები“, -ამის შესახებ მთავარი პროკურორობის კანდიდატმა  შალვა შავგულიძემ ბრიფინგის დროს განაცხადა.

„მოხდა ის რაც მოსალოდნელი იყო, „ქართულმა ოცნებამ“ არ აიღო პასუხისმგებლობა თავად დაებლოკა პროკურორის პოსტზე მისთვის არასასურველი კანდიდატი, როგორადაც ალბათ მე მოვიაზრები, მაგრამ ის ამ დავალებას მისცემს, რა თქმა უნდა, საპროკურორო საბჭოს. შექმნილ ვითარებაში მხოლოდ ძლიერ საზოგადოებრივ წნეხს შეუძლია აიძულოს „ქართული ოცნება“, რეალურად დათმოს მთავარი პროკურორის პოზიცია“, -აღნიშნა შავგულიძემ.

მთავარი პროკურორობის კანდიდატმა ასევე განმარტა, რომ აუცილებელია ახალი პროკურორი გახდეს სისტემისგან დამოუკიდებელი პირი, რომელზეც მმართველ ძალას გავლენის მოხდენა არ შეუძლია.

„მთავარი და უმთავრესი პრობლემა არის ის რომ მთავარმა პროკურორმა უნდა შეძლოს პროკურატურის დამოუკიდებლობა პოლიტიკური გავლენებისგან, უმთავრესად მმართველი პოლიტიკური ძალისგან. ეს არის მთავარი პრობლემა, რაც სჭირს ჩვენს პროკურატურას ჩვენი ბოლო ისტორიის მანძილზე. სისტემის გავლენა მთავარ პროკურორებზე მდგომარეობს იმაში, რომ ადვილად შეუძლია მმართველ ძალას ის პოსტიდან და თუ ამ მოხსნის არ შეეშინდება პროკურორს და ის განახორციელებს იმას, რაც უნდა განახორციელოს, რა თქმა უნდა, მის ზემოთ ფორმალურად უფროსი არ არის, მის ზემოთ უნდა იყოს მხოლოდ კანონი და სამართალი და მას ამის გაკეთება შეუძლია, მანამ სანამ ის იქნება პოსტზე“,- აღნიშნა შალვა შავგულიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics