|
2015-06-01 16:45:00, 503 ნახვა
საზოგადოება
17 ივნისი ანალოგური მიწისზედა სიგნალის გათიშვის საბოლოო ვადაა.
მიწისზედა ციფრულ ფორმატში ქვეყნის მასშტაბით სამი ტელეარხი იმაუწყებლებს, მათშორის პირველი არის საზოგადოებირივი არხი, რომელიც უკვე დაიტესტა და მაღალი ხარისხის HD ფორმატით მიეწოდება საზოგადოებას. ციფრული მაუწყებლობა მოიცავს თბილის და საქართველოს შემოგარენს, თუმცა ტელევიზიებს აქვთ არჩევანის საშუალება უღირთ თუ არა მთელი საქართველოს საკუთარი მაწუყებლობით დაფარვა. თუმცა რიგი საკითხების გამო მოსახლეობა გაურკვევლობაშია,რადგან სატელევიზო კომპანიები და ასევე ელექტრონული მაღაზიები მათ მიუთითებენ ძველი ტელევიზორებისა და ეგრეთ წოდებული სატელიტ ბოქსების ახლით ჩანაცვლებას რადგან უკიდურეს შემთხვევაში მათ გაეთიშებათ ყველა არხი რაც მხოლოდდამხოლოდ გათვლილი აქვთ მხოლოდ საკუთარ ბიზნესსა და შემოსავლებზე. თუმცა სემინარი რომელიც დღეს ბათუმში სასტუმრო "რადისონ ბლუ"-ში გაიმართა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შესახებ, რომელსაც უძღვებოდა მედია ექსპერტი დავით მიქაუტაძე და ივან პოლტავეცი, ბლოგ GeoDigital.TV-სა და Uadigital.TV-ს მთავარი რედაქტორი, მოსახლეობას ამშვიდებს და მათი თქმით ოჯახებს რომლებიც უკვე სარგებლობენ ნებისმიერი სატელევიზო პაკეტებით ან სატელიტური ბოქსებით მათ ეუბნებია, რომ ისინი ჩვეულ რიტმში გააგრძელებენ გადაცემების ყურებას, თუმცა მოსახლეობა მაინც საჭიროებს ინფორმირებულობას. საქართველო, ამჟამად, ანალოგიური ტელევიზიიდან ციფრულზე გადასვლის პროცესს გადის. ამ პროცესის დასრულებას დასჭირდება რამოდენიმე წელი ამ პერიოდში მთავარი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული მაყურებლებისა და ტელევიზიის სფეროს წარმომადგენლების მიერ. მაყურებელი ხშირად დადგება არჩევანის წინაშე: რომელი ციფრული სატელევიზიო ტექნოლოგია ავირჩიო? ციფრული მიწისზედა ტელევიზია? როგორ მივიღო სწორი და ინფორმირებული გადაწყვეტილება? ციფრული მაუწყებლობა გაცილებით ეფექტური საშეუალებაა სატელევიზიო სიგნალის გადაცემისათვის. მისი აშკარა უპირატესობა გამოიხატება უფრო მკვეთრი და სუფთა გამოსახულებით, გაუმჯობესებული ხმის ეფექტით პროგრამების სიმრავლით და სატელევიზო არხების მდიდარი არჩევანით. თუ მომხმარებლის ტელევიზორი ვერ აკმაყოფილებს საქართველოში ციფრული ტელევიზორებისთვის განკუთვნილ ტექნიკურ მოთხოვნებს, მოუწევს DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე ციფრული სიგნალის ინდივიდუალური მიმღები მოწყობილობის – სეთ-თოფ ბოქსის შეძენა. სასურველია, სეთ-თოფ ბოქსის ფუნქციონალი აკმაყოფილებდეს საქართველოში ინდივიდუალური მიმღები მოწყობილობისთვის შემუშავებულ ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტს. ციფრული ღია საეთერო მაუწყებლობისთვის განკუთვნილი სეთ-თოფ ბოქსის შერჩევის შემდეგ, მოქალაქემ უნდა სთხოვოს მაღაზიის კონსულტანტს, რომ აღნიშნული მიმღები მიაერთოს ტელევიზორს და ღია საეთერო სამაუწყებლო ანტენას, რათა დარწმუნდეს, რომ პარალელური მაუწყებლობის რეჟიმში (2015 წლის 17 მარტიდან 17 ივნისამდე) იღებს არანაკლებ 8 პროგრამას. მათ შორის: საზოგადოებრივი მაუწყებლის I და II არხები, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ,,რუსთავი 2’’, ,,იმედი’’, , ,,კომედი არხი’’, ,,ტაბულა’’ და ,,GDS’’ . თუ გაქვთ სურვილი, რომ აღნიშნული სეთ-თოფ ბოქსის საშუალებით მიიღოთ მაღალი გარჩევადობის (HD) პროგრამები, უნდა შეამოწმოთ, აქვს თუ არა მიმღებს HDMI კაბელის შესაერთებელი ინტერფეისი (პორტი). სეთ-თოფ ბოქსის შეძენისას მნიშვნელოვანია მომხმარებელმა იკითხოს, თუ როგორ მიიღებს ის აპარატის მონტაჟის სერვისს. GeoDigital.TV-ისა და UaDigital.TV-ის მთავარი რედაქტორი ივან პოლტავეცის და მედია ექსპერტი დავით მიქაუტაძის თქმით მათი სურვილია საჭირო იდეები და თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ მედიის წარმომადგენლებს და მათი დახმარებით საზოგადოებას უფრო სწორი და მკაფიო ინფორმაცია მიაწოდონ ციფრული მაუწყებლობის შესახებ.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)