11:46 - 21 Aug, 2026
|
2018-07-05 15:56:58, 839 ნახვა
საზოგადოება
კერესელიძის ქუჩაზე ქვაფენილის გზის რეაბილიტაცია დაიწყო
მთაწმინდის გამგეობამ ვერაზე, კერესელიძის ქუჩაზე, ქვაფენილის გზის კაპიტალური მშენებლობა დაიწყო. ამორტიზებულ რიყის ქვის გზას, რომელიც რამდენიმე ათეული წელია არ შეკეთებულა, ბაზალტის ქვის გზა ჩაანაცვლებს, რაც რელიეფურად რთულ სავალ ნაწილზე მოსახლეობის კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. საგზაო სამუშაოების ფარგლებში, 1000 კვ.მ-ზე არსებული რიყის ქვის დემონტაჟი და ბაზალტის ახალი ქვაფენილის მოწყობა ეტაპობრივად მიმდინარეობს. ასევე, ხორციელდება მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება. კერესელიძის ქუჩის რეაბილიტაციას, რომელიც ერთ თვეში დასრულდება, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო. ინფრასტრუქტურულ სამუშაოს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია შპს „ლატი+“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 125 032 ლარია.
(NS)
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)