|
2018-07-05 13:20:32, 1096 ნახვა
პოლიტიკა
გაერთიანებული სამინისტროების სახელწოდებებში ცვლილებები შევიდა
გაერთიანებული სამინისტროების სახელწოდებებთან დაკავშირებული პარლამენტის რეკომენდაციები მთავრობამ გაიზიარა. კერძოდ, მთავრობის საპარლამენტო მდივნის ნათია მიქელაძის განცხადებით, განათლების სამინისტროს სახელწოდებაში მეცნიერება კვლავ იქნება. "კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა, სესიაზე იყო გამოთქმული დასათაურებასთან დაკავშირებით განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს სათაურში მეცნიერება დამატებოდა. მთავრობის პოზიცია არის, რომ დავეთანხმოთ ამ შემოთავაზებას და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დასათაურებით იქნება წარმოდგენილი ახალი სამინისტროს სახელი. ასევე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაცვლად იქნება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტრო",- განაცხადა ნათია მიქელაძემ. მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების განხილვა პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით, დღეს განახლდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)