|
2018-07-05 12:39:49, 748 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის ნდობის ჯგუფის მანდატი ფართოვდება
პარლამენტში ნდობის ჯგუფის მანდატი ფართოვდება. ახალი რეგლამენტის პროექტს დეპუტატებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცნობს. ახალი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის ნდობის ჯგუფი სპეციალური პროგრამების და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლის გარდა, ასევე განახორციელებს საპარლამენტო კონტროლს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია გამოძიებასთან და სისხლისსამართლებრივ დევნასთან და საიდუმლოობის გრიფი აქვს მინიჭებული. აღსანიშნავია, რომ ნდობის ჯგუფის წევრს უფლება ექნება, წინასწარი ინფორმირებით განახორციელოს ვიზიტი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებში, გარდა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსი. ცნობისთვის, ნდობის ჯგუფი 5 წევრისაგან შედგება, რომელთაგან ერთი არის საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ერთი – უმრავლესობის წევრი, ერთი – მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთაგან მეტის მხარდაჭერის მქონე პარლამენტის წევრი, ერთი – უმცირესობის წევრი, ხოლო ერთი – უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთაგან მეტის მხარდაჭერის მქონე პარლამენტის წევრი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)